ნაამბობი

ვარძია – XII საუკუნის სამონასტრო კომპლექსი – საქართველოს სამხრეთ–დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში, ასპინძიდან 30 კმ–ის დაშორებით, მდინარე მტკვრის ღრმა ხეობის ზემო წელზე, ერუშეთის მთის ფრიალო, მიუვალ კლდეში, ზღვის დონიდან 1300 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

ხალხური თქმულებით, ერთხელ, როცა საქართველოს მომავალი ქალი მეფე თამარი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ბიძასთან ერთად დაუმთავრებელი სამონასტრო კომპლექსის გამოქვაბულში თამაშობდა. ბიძამ ბავშვი თვალთახედვიდან დაკარგა ქვაბულის ლაბირინთებში და მას ძებნა დაუწყო. მცირეწლოვანი თამარი ბიძას ასე გამოეხმაურა: “აქა ვარ ძია!”. მეფე გიორგი III-ს ბრძანებით კომპლექსს სახელი ამ გამოხმაურების საფუძველზე დაერქვა.

კიდევ უფრო ადრე

ვარძიის ისტორია არა XII საუკუნეში, ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქის მშენებლობით, არამედ უფრო ადრეულ ხანაში იწყება, როდესაც ეტაპობრივად ყალიბდებოდა ჩვენი ქართული ისტორია და კულტურა და რისთვისაც იმთავითვე თავდაუზოგავად იღწვოდნენ, იბრძოდნენ და შრომობდნენ ჩვენი დიდი წინაპრები

შემოგარენი

ვარძიარეზორტი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ისტორიითა და ტრადიციებით გამორჩეულ მხარეში – სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს. ეს ნაწილი ჩვენი ქვეყნის განვითარების ყოველ ეტაპზე უდიდეს როლს თამაშობდა საქართველოს ისეთად ჩამოყალიბებაში, როგორიც ის დღეს არის.

ვარძია ერთადერთი ძეგლი არაა, რომლითაც საქართველოს ეს მხარე თავს იწონებს. ირგვლივ უამრავი კულტურული თუ არაკულტურული მემკვიდრეობის ძეგლს შევხვდებით, ხერთვისის ციხის, ვანის ქვაბების, თმოგვის ციხის და სხვათა სახით.

ვარძიარეზორტის ტერიტორიაზე ყველაფერია იმისთვის, რომ თავი ყოველდღიურობისგან იზოლირებულ სამყაროში იგრძნოთ. აღდგენილი უძველესი ტერასები, ხეხილის ბაღები, აუზები, ჩანჩქერები, სათამაშო სპორტული მოედანი და შთამბეჭდავი ხედი კლდეში ნაკვეთ ქალაქ – ვარძიაზე. აქვე შეძლებთ თავად დაამზადოთ და დააგემოვნოთ ტრადიციული მესხური კერძები და დაესწროთ ღვინის დეგუსტაციასა და სხვადასხვა კულინარიულ მასტერ-კლასებს.